|
2015-09-08 13:26:32, 330 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთის და საზოგადოების წინაშე
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ელჩმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში პერსონალიზებული ხელმძღვანელობაა და საწინააღმდეგო აზრის მქონე პოლიტიკურ ძალებზე თავდასხმა და ბრალდებები შეინიშნება. „საუბარი არ არის დემოკრატიის ფორმაზე, საუბარია უფრო შინაარსზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად. მაგალითად, ძალიან მაღალი დონით და ხარისხით პერსონალიზებული ხელმძღვანელობა, ბრალდებები, შეკითხვები, თავდასხმები მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებზე: როდესაც ეს თავდასხმები ხორციელდება და ის მიმართულია ყოფილ თუ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზე, ყოფილ თუ ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ეს ახდენს ხალხის დეგრადაციას, ინსტიტუტების დეგრადაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. საქართველოს ჰყავს შესანიშნავი რაგბის გუნდი. რაგბიზე ასე ამბობენ - ეს არის ხულიგნების თამაში, რომელსაც ჯენლტმენები თამაშობენ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოლიტიკაც კონტაქტური სპორტია“, - განაცხადა ჰოლ ჰოლიმ. მან ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება. „მეორე სფეროა ანგარიშვალდებულება - გასულ წელს ძალიან ბევრი ცუდი ინციდენტი მოხდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პერსონალიებს შორის: კვერცხები, მათ შორის ახალგამოჩეკილი წიწილებით, ესროლეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ა.შ., იყო ბევრი მსგავსი მოვლენა. უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება რაღაც ქმედება იყოს ტესტი და გამოცდა და ეს გამოცდა შეიძლება, ჩააგდო ან ჩააბარო“, - აღნიშნა ელჩმა. ჰოლ ჰოლის შეფასებით, საქართველოს აქვს საუკეთესო კანონმდებლობა და ჰყავს ძალიან კარგი საჯარო მოხელეების ჯგუფი, მაგრამ ეს არ მუშაობს ისე, რომ მოქალაქეებმაც იგრძნონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. „სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძალიან ფართო გაგებით. კი ბატონო, შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო სისტმებები და კანონმდებლობა ჰქონდეს, ასევე ძალიან კარგი საჯარო მოხელეები ჰყავდეს და მიმაჩნია, რომ მართლაც, ძალიან კარგი საჯარო მოხელეების ჯგუფები ჰყავს, მაგრამ ის არ მუშაობს ისე, რომ მოქალაქეებმაც იგრძნონ თავიანთი წილი სამოქალაქო პასუხიმგებლობა. მაგალითად, საქართველოდან წასული ნებსიმიერი უცხოელი ლაპარაკობს მარტო იმაზე, როგორ დაყავთ მანქანები და როგორ ანაგვიანებენ ყველაფერს, ანუ ეს არის პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობა, არარსებობა, ამ დროს კი საქართველოში არის კანონი დანაგვიანების წინააღმდეგაც და საგზაო წესების დარღვევის წინააღმდეგაც. ერთი სიტყვით, ეს მარტო ელიტის საქმე არ არის, ეს ყველა მოქალაქის მიერაა გასაკეთებელი. ასევე პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)