|
2020-07-31 10:15:35, 3590 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები გიორგი რურუას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღიშნული, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, არის 8 მარტის შეთანხმების საკვანძო საკითხი. ამასთანავე, განცხადებაში წერია, რომ რურუასათვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საიდანაც იკვეთება, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. „გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან შემდეგი პარტიები: „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „ თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)