|
2020-07-30 15:54:30, 3554 ნახვა
პოლიტიკა
თამარ არჩუაძე: მივესალმებით აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში
საქართველოში აშშ-ს ელჩმა იმერეთში ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერაა. აეროპორტში კელი დეგნანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე მასპინძლობდნენ. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე. "ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე მიმდინარეობს სხვა მშენებლობის მესამე ფაზით გათგვალისწინებული სამუშაოები. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აშშ-ს ელჩი. მან ასევე მოინახულა არსებული ტერმინალი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და საავიაციო გაიდლაინების მიხედვით. გვახარებს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს აეროპორტის გაფართოებისა და შემდგომ განვითარების საქმეში”, - განაცხადა თამარ არჩუაძემ, რომელმაც კელი დეგნანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე დეტალურად უამბო. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო. პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები. ამ ეტაპზე საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)