|
2020-07-30 14:09:47, 3294 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი: აშშ მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში
„შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩთმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას განაცხადა. კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი იგეგმება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი ექნება - ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით. როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის დასრულების შემდეგ განახლებული აეროპორტი საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც მის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. კელი დეგნანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია. „დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)