|
2020-07-25 22:25:19, 4188 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის ამორალური
“ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის ამორალური” , - ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ წარსულში გამოტანილი დასკვნები გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. “თავისთავად ანომალიად მიმაჩნია როდესაც ჩვენი ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობენ და ამბობენ რომ გამოძიება ცუდია, გამოძიებამ არ იმუშავა, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ ამ კონკრეტულ საქმებზე არ არის დასრულებული. რა მიზანს ემსახურება ამის გაკეთება, თუ არა სუბიექტური პოლიტიური ინტერესი, რომელიც აქვთ ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ საგამოძიებო პროცესი არ არის დასრულებული და კონკრეტული ადამიანები წარსულში დამნაშავეები და დღეს თავისუფალი ჟურნალისტები, წარსულში უფლება დამრღვევები და დღეს ვითომ უფლებადამცველები, წარსულში ტერორის და მოქალაქეზე ძალადობის ავტორები, დღეს ვითომ თავისუფლების დამცველები, ამბობენ, რომ გამოძიებას ემიჯნებიან და უგულებელყფენ ყველაფერს, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მე ვლაპარაკობ ხალხზე, ვისაც აქვს კონკრეტული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, რომ ნებისმიერი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური. მნიშნელოვანია, რომ ის დასკვნები, რომელიც წარსულში ჩვენ სხვა საქმეებზე გამოვიტანეთ, იყოს გათვალისწინებული არა მხოლოდ რეფორმების დაგეგმვის, არამედ ნებისმიერი ახალი საქმის გამოძიების პროცესში. იყოს მეტი ღონისძიება ჩატარებული მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ეს არის ზუსტად რასაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ სამართალდამცველი სტრუქტურები. მაგრამ როდესაც ერთი-ორი ტელევიზია, ოპოზციიური პარტიის უშუალო დეპარტამენტები და დანაყოფები გამოდიან და საზოგადოებას ყოველდღე ეუბნებიან ვერსიებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას ასე უპასუხისმგებლოდ ლაპარაკი და ასე სწრაფად ლაპარაკი სხვადასხვა ვერსიების სასარგებოდ ან საწინააღმდეგოდ არ შეუძლია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიების პროცესი მკვეთრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე რომელიმე უპასუხისმსგებლო ადამიანის განცხადებები” ,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)