2020-07-19 22:58:00, 2839 ნახვა
სამართალი
ექს-პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს
სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო - ცემის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების.
მინდია გოგოჭური გასულ წლებშიც რამდენჯერმე დააკავეს. 2018 წლის ივლისში გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა. გოგოჭურის გვარი ფიგურირებდა 2013 და 2011 წლებში მომხდარი დაჭრის შემთხვევებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,