|
2020-07-14 13:18:24, 1208 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე კაპანაძეს - სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საკანონმდებლო საქმიანობაში საბაზისოა
სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საკანონმდებლო მუშაობაში საბაზისოა, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. თალაკვაძის თქმით, როდესაც კომიტეტი რომელიმე სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობს და გარკვეულ საკითხებზე თანხმდება, ეს საკანონმდებლო მუშაობის ნაწილია. „სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე ბატონო სერგი. გეტყობათ, რომ გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო და სახელისუფლებო და ასევე საკანონმდებლო სამუშაოს ანი და ბანი. როდესაც დარგობრივი კომიტეტი მუშაობს სამინისტროსთან საკანონდებლო პაკეტზე და რეფორმაზე, ეს არის ჩვეულებრივი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნაწილი, რომელმაც თქვენ ასე გაგაოცათ და აღგაშფოთათ, ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ, მაგალითად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სამინისტროსთან ერთად ამზადებს და თანხმდება საკითხებზე. თქვენ თქვით, ეს როგორ შეიძლება, რომ მთავრობასთან წინასწარ შეთანხმდეს პარლამენტიო. როდესაც განათლების სამინისტროსთან განათლების კომიტეტი თანხმდება საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიციატივა, ეს არის კანონშემოქმედებითი მუშაობის ანი და ბანი. ამიტომ სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს დაგავიწყდათ ის, რაც არის საბაზისო საკანონმდებლო მუშაობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)