13:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 14:23:44, 1051 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ მობილიზაცია მომავალშიც საჭირო იქნება

„იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით, მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული და შესაბამისად, გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამსახურებს და მოკავშირე უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის კუთხით, კვლავ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს, ასევე, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რათა ქვეყანაში არ მოხდეს კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და სამსახურებს-ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კორონავირუსის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასაც. მან, საქართველოს პარლამენტის სახელით,  აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

„ეს იყო სისტემური ამოცანა კოვიდ 19-ის პირობებში და განათლების სამინისტრომ, მთავრობამ შეძლო ამ ამოცანის ეფექტურად გადაჭრა, უახლოეს პერიოდში, ივლისის ბოლოს უკვე მთავრდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტებისთვის და მე მინდა, კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics