|
2020-07-12 11:45:41, 3218 ნახვა
რეგიონი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მორიგი ჰუმანიტარული აქცია
ორგანიზაციამ აჭარის მთავრობას 200 ერთეული სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადმოსცა, რომელიც უახლოეს პერიოდში სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობას დაურიგდება. პროცესში წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად მონაწილეობდა კორონავირუსის პრევენციის პროცესში და აჭარის მთავრობის მეირ ორგანიზებულ სხვადასხვა საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ აქციებში. საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის მიერ ინტენსიურად ხდებოდა მოხალისეთა გადამზადება. მათ მიერ გადამზადებულმა მოხალისეებმა, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 30 ათასამდე ბენეფიციარს გადასცეს სასურსათო კალათები. აჭარაში მოქმედებდა კატასტროფის ეროვნული ცენტრი, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად ფუნქციონირებდა. ასევე, აჭარაში წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაიცა 1000 ზე მეტი სასურსათო კალათა. ამავე საზოგადოების მხარდაჭერით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მოხალისეებისა და ფილიალების ჩართულობით მოეწყო სპეციალური ადგილები ქვეყანაში შემომსვლელ პირთა (ავტობუსის მძღოლები და ა.შ) ტესტირებისთვის.
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)