03:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 16:22:48, 3011 ნახვა

სამართალი
ტატიაშვილის ადვოკატი - ბრალის დამძიმებას საერთოდ გამოვრიცხავ, რადგან ამის მტკიცებულებები არ ჩანს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ჩანს მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდებულ პირებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.

ადვოკატი ბრალის დამძიმებას საერთოდ გამორიცხავს.

„მე გამოვრიცხავ საერთოდ ბრალის დამძიმებას იმიტომ, რომ საერთოდ შემხებლობაში არ იმყოფება იმ ეპიზოდთან, ახლოშიდაც კი არ დგას. თუმცა, ცალსახად იმის ძახილი, რომ ვისაც ბრალი დაუმძიმდა ამ ხალხმა ეს ჩაიდინა, რეალურად ეს მტკიცებულებები ჯერჯერობით არ ჩანს. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს ბავშვი თავისით ჩავარდა წყალში, რადგან თუ ასეთი ნაცემი იყო ადამიანი და ამდენი დაზიანება ჰქონდა მას, ჩანთის თავი ნამდვილად არ ექნებოდა, რათა სადღაც უსაფრთხო ადგილზე დაედო და მერე უკვე წყალში დამხრჩვალიყო. მე ამას ვერ დავიჯერებ“, - განაცხადა ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics