15:08 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 21:57:28, 3393 ნახვა

სამართალი
ალექსანდრე კობაიძე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე - კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს

„კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს. შეგვპირდნენ, რომ განადგურდება“, -  ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ  შსს-ში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადი მცხოვრების ამსახველი კადრები საგამოძიებო უწყებისგან საქმის ინფორმაციასთან ერთად მიიღო.

“ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად საგამოძიებო უწყებისგან მივიღეთ ტერაბაიტის ინფორმაცია, რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი არაავთენტური მასალა აღმოვაჩინეთ. მივმართეთ საგამოძიებო უწყებას. დღეს ჩემი ხელით მოვუტანე ჩვენი ოფისის კომპიუტერი, სადაც ეს ინფორმაცია იქნა ჩაწერილი გამომძიებლის მიერ. ეს კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს. შეგვპირდნენ, რომ განადგურდება.

შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გულგრილობა იყო, შესაძლებელია იყო სხვა პირების მხრიდან, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არავისი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ეს საკითხი ჩემი პრეროგატივა არაა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ადვოკატებსაც ჰქონდათ გადაცემული ეს მასალა და ისინიც იკითხებიან ამ საგამოძიებო მოქმედებების პროცესში” , - განაცხადა კობაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics