|
2020-07-08 12:23:47, 2013 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საბაგიროს ორი პროექტი განხორციელდება
თბილისში საბაგიროს ორი - სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან პირველი სამგორი-ვაზისუბნის პროექტის განხორციელება იგეგმება. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ძალიან ბევრი კომპონენტისგნ შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მოწესრიგებული და განახლებული იყოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება ყვითელი ავტობუსები. ასევე, მეტროს მიმართულებით გვაქვს დაწყებული მთელი რიგი პროექტები - მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად, თანხები უკვე გამოყოფილია. „ამ ორი პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი განხორციელედება სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. აქ თანხები უკვე გამოყოფილია. დაახლოებით, 30 მლნ ევროზეა საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის. სამგორი-ვაზისუბნის ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, რომელიც 40 ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მეტროსადგურ „სამგორთან“ მისივე განმარტებით, სამგორი-ვაზისუბნის პროექტთან დაკავშირებით, მერია ივლისში უკვე კონსულტანტ კომპანიას აიყვანს, რომელიც პროექტის დეტალების დამუშავებაში დაეხმარება, მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. ცოტა მოგვიანებით კი, მეორე პროექტის განხორციელებაც იქნება შესაძლებელი. „ძალიან მიხარია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქში გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული, მოსახერხებელი და თავისუფლად შესაძლებელი. ინფასტრუქტურულ პროეექტებში, რომელსაც ქალაქში ვახორიელებთ, რა თქმა უნდა, ყველგან გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლები, რათა ავტობუსებს და მიკროავტობუსებს გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ საბაგიროს პროექტების განხორციელებისას ამ ორი მეტროს ტერიტორიაზე მოეწყობა სატრანსპორტო ჰაბები. ასევე, გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი შინაარსი არის ის, რომ მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, საბაგიროები ისე იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, რომ ადამიანისთვის გადაჯდომა კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)