02:34 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 10:55:14, 2513 ნახვა

პოლიტიკა
მსოფლიო ბანკთან 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა  დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი  შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.

ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

 დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა.

 დამატებით გამოყოფილი 45 მლნ ევრო რიგით მეორე ტრანშია COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქების მიზნით, მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერისა.

პირველი - 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ქვეყანას ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის" საშუალებით გადაეცა.

მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics