|
2020-07-07 14:34:25, 2391 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი კონგრესის კანონპროექტზე - ოპონენტები მინდა დავამშვიდო, სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი
„ოპოზიცია აღიქვამს კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს. ვოლსკის თქმით, კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება, მიუხედავად ოპონენტების ინტენსიური ბრძოლისა. „ფრონტერას" ხელწერაც იგრძნობა. პირველი: „ფრონტერას" და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა" ამ შეთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზეც არაფერი საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ აგერ ოპეკი, სახელმწიფო დაწესებულება საკმაოდ სერიოზულ, მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს. ეს ერთი. მეორე - ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რის პერსპექტივაც პრაქტიკულად, არ არსებობს, ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)