|
2020-07-07 12:30:33, 2385 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია - ოქტომბერში, ივანიშვილის რეჟიმის დასრულება სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა
შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2021 წლისთვის ქვეყანას დახმარების 15% შეუჩერდეს. სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი პრეცედენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ არ ყოფილა. „დღეს გავიგეთ საგანგაშო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქიდან, სადაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის. მინდა გავნმარტო, რას ნიშნავს თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოშიც კრიზისია, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე, დახმარებას დასავლეთიდან. 30 წლიანი ურთიერთობების მანძლზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და აშშ-ის შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ დღეს, უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს აშშ-ის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით აწესებს, შეიძლება ითქვას სანქციას ივანიშვილის რეჯიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ ჩვენი ქვეყნისთვის. ოქტომბერში, ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი მშვიდობიანი არჩენვნებით გასტუმრება არის ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე. ან დავამარცხებთ ან საქართველოს ელოდება, თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)