12:48 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 16:06:14, 1386 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ.

სოციალური პროექტი თბილისის რაიონების გამგებლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც დაფასოებული პროდუქტების პაკეტებს აღსაზრდელების მშობლებს პირადად გადასცემდნენ.   

„დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და უჩვეულო პირობებში, რაც საზოგადოებას მოუტანა Covid 19-ის პანდემიამ. პროცესი კარგად ორგანიზებული იყო და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, დაცული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები“, -

განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ბაგა-ბაღების პერსონალის უდიდესი ძალისხმევის შედეგია.

პროდუქტების გაცემა საჯარო ბაღებში 19 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე, სტანდარტული სააღმზრდელო წლის დასრულებამდე გაგრძელდა. ნობათები შვიდ ეტაპად გაიცა და თითოეულ ეტაპზე მსურველთა რაოდენობა 86%-დან 92%-მდე იყო. პროექტისთვის ჯამში, 11 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics