02:20 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 15:34:54, 3059 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება ე.წ 25 მეტრიანი ბარიერის შესახებ ცინიკური ჩანაწერია

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება ე.წ 25 მეტრიანი ბარიერის შესახებ ცინიკური ჩანაწერია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

„ყველაფერი რაც იყო წინასაარჩევნო კოდექსში, ფაქტობრივად, დარჩა იგივე. რაც შეეხება 25 მეტრიან ბარიერს ეს არის ცინიკური ჩანაწერი, რომლიც მიხედვითაც 25 მეტრის მანძილზე არ შეიძლება, რომ ვიღაც ფიზიკურად შეეხოს ამომრჩეველს და თუ 25 მეტრის მანძილზე არ შეიძლება ეს მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეიძლება? საარჩევნო უბანზე არ უნდა ჭაჭანებდეს არავინ, ეს არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა მემორანდუმის გაფორმება რაღაც 25 მეტრიან დისტანციაზე სისულელეა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსზე სააგიტაციო მასალის გამოქვეყნება ან ამომრჩევლის შეფერხება იკრძალება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics