14:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-05 12:39:50, 5354 ნახვა

რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა.

იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაშისკარის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ რუისში შექმნილ შეფერხებების აღმოფხვრის. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს. პარალელურად მიმდინარეობს რუისის სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ხოლო პროექტის სრულად დასრულება მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვისაა დაგეგმილი. სატუმბი სადგურის მოწყობა სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ წყალგამანაწილებელზე, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში დამატებით 135 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 34 სარეაბილიტაციო პროექტი, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 6 პროექტი მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics