2020-07-05 12:35:27, 2620 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო საზღვრიდან, მდინარე ენგურის ტერიტორიიდან სამი ქალი გაუჩინარდა
საოკუპაციო საზღვრიდან, მდინარე ენგურის ტერიტორიიდან სამი ქალი გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ გატაცების ფაქტს ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ 24 საათის მონაცემებით საოკუპაციო ზოლიდან გაუჩინარების მეორე ფაქტი ფიქსირდება. გუშინ საღამოს საათებში საოკუპაციო საზღვრიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა, სუს-მა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცების ფაქტი აქაც არ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ საზღვარი - ენგურის ხიდი ჩაკეტილია და მიმოსვლა შეზღუდულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,