|
2020-07-04 16:16:05, 3294 ნახვა
სამართალი
დავით მუმლაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი პირი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი - გიორგი ასათიანი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა. ამასთან, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი, 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი, ძებნა გამოცხადდა. ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს. დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს – დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცველ დიმიტრი დუღაშვილს – ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს – უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს რამდენიმე დღე ეძებდა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)