|
2020-07-03 14:12:48, 2634 ნახვა
ეკონომიკა
FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა. აღნიშნულის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე ფასები შემცირდა. ოთხ თვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. ამავდროულად, ფასების ზრდას ხელი შეუწყო პროდუქტის საწარმოო პროცესის შეფერხებამ, რაც მუშა ხელის ნაკლებობას უკავშირდება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასებიც. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. ნედლი ნავთობის ფასების მატებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შაქრის ფასების ზრდას. ეთანოლი, რომელიც ნედლი ნავთობის წარმოებაში გამოიყენება შაქრის ლერწმისაგან მიიღება, შესაბამისად, ეთანოლზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შაქრის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრაზილიამ, უფრო მეტი ეთანოლი აწარმოა ვიდრე შაქარი, რამაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა. 4.0%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანეაში. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარი მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას უკავშირდება. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 0.6%-ით შემცირდა ივნისის თვეში. ფასების ვარდნის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალია.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)