11:45 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 14:06:53, 3907 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა

„ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი პარტნიორი აშშ, ასევე ევროკავშირი მიესალმა საკანონმდებლობო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ისევე როგორც მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ჩვენ მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით და ქვეყანა პრაქტიკულად, გადავიდა არსებითად პროპორციულ სისტემაზე.

ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში იყო სასურველი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics