|
2020-07-03 10:20:00, 3052 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა
„საქართველოს ბანკი“ მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე დასაქმებულია 3000 ადამიანი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იგეგმება მეორე ეტაპის დაწყება, რომელიც 2022 წლის ბოლომდე დამატებით 1000 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის წარმოებას და მას განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. „ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ 15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)