2020-07-02 15:38:17, 2494 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო
ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების გამო ინკასო დაედო.
ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, სახელმწიფოს წინაშე მათი დავალიანება მხოლოდ 29 ათასი ლარს შეადგენს.
„მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო კავკასიის ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია. სამაგიეროდ იმედის და რუსთავის2–ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე“, - წერს ჯანგირაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,