02:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 10:30:00, 2208 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს

„რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს ერთადერთი პოლიტიკოსია დასავლეთიდან, რომელიც  მოუწოდებს „ქართულ ოცნებას"  რურუას გათავისუფლებას. „უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც,  ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი შეთანხმებასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ამ შეთანხებას და მის გაფორმაბასთან დაკავშირებულ პროცესს. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მოეჭიდოს რურუას საკითხს. ქვეყნის განვითარების პროცესი გაგრძელდება, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რურუას საქმესთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ კრიმინალური საქმე ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეს. „ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ და ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია კრიმინალურ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მართლმსაჯულება.  ჩვენ თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არა ნაცმოძრაობის საქართველოში, რომელიც იყო მთლიანად პოლიციურ სისტემაზე აგებული, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ  სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს სისიხლის სამართლის საქმეებზე და თუ ისინი ამ პათოსით არ იმოქმედებენ, ბუნებრივია, აღარ მოუწოდებენ მმართველ პარტიას იმისკენ, რომ ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics