|
2020-06-30 12:26:18, 2529 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის მოწმის ადვოკატი - ექსპერტის განცხადებამ, გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ვახო ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე პირი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს. „დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი ნივთის მსგავსი საგნით დარტყმა. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ როდესაც ისინი გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდეგ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილი სწრაფი ნაბიჯებით პირდაპირი მიმართულებით მიდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სადაც ვიპოვე ბეტონის ფილა ჩავჭერი გზა, იქვე ჩავედიო. ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ მისდევდნენ და თავის გადასარჩენად მირბოდნენ ეს ბიჭები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მთლიანად დაჩხაპნილი ბუჩქებითა და ეკლებით. ის ამბობს, რომ დამალული იყო 30-35 წუთი“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. საქმეში თავიდანვე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)