07:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 11:45:04, 2275 ნახვა

სამართალი
სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და კიდევ ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

„აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და), რაც სასჯელის სახით 6 - დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics