|
2020-06-30 11:30:03, 2494 ნახვა
ეკონომიკა
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი, ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს ჩაუტარდება დემონტაჟი; ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გაკეთდა წყალგამშვებები. ამავე პროექტის ფარგლებში ეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი ახალი არხი სიგრძით 2 კმ. დაგეგმილია წყალგამშვებების, სხვადასხვა ზომის სიღრმული და ზედაპირული ფარების მონტაჟი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ღირებულებაა 1 775 000 მლნ ლარი. სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)