10:13 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 14:31:56, 1524 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა

„ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. „ქართული ოცნება“ ნამდვილად იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, შემდეგ კი, ბოლომდე მიეყვანა ეს პროცესი. მეორე და მესამე მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კანონპროექტს უბრალოდ ვეღარ ჩააგდებდა, რადგან კანონმდებლობა განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს და ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდა. ამიტომ, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. თუმცა, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება და შეუსრულებელია ამ პუნქტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ვსაუბრობ პოლიტპატიმრებზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას არგათავისუფლება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე და არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე, თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics