01:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 13:24:26, 2219 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი გადაწყვეტილება დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია

დღევანდელი გადაწყვეტილება დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზადაა გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები.

„მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის დემოკრატიული განვითარების და ჩვენ მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზადაა გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics