|
2020-06-26 13:48:26, 1983 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე გახარიას - რატომ არ ახსენებთ 20 ივნისს? დაგავიწყდათ? ამოაგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ?
რატომ არ ახსენებთ 20 ივნისს? დაგავიწყდათ? ამოაგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ?, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. კახიძემ პრემიერს კითხვით მიმართა, თუ გრძნობს პასუხისმგებლობას 20 ივნისსზე, მაშინ რატომ დგას პარლამენტში და თუ არ გრძნობს, მაშინ რატომ არ გრძნობს მას. „არ გიხსენებიათ არც ერთხელ 20 ივნისი და ეს როგორ არის? დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ, რა 2019 წელს არ მოდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით. თუ დაგავიწყდათ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად შს მინისტრი რომ იყავით, ოკუპაციის კანონი დაარღვიეთ შემოუშვით გავრილოვი, მერე სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენ მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ თქვენი დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ, მერე ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამის გაფრთხილების ნაცვლად, მოქალაქეებს მიეცით გაფრთხილება, რომ ჩვენი ხელწერა არ არის რეზინის ტყვიების გამოყენებაო და შემდგომ დაიწყეთ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენის გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტი კიბეებს. ამის შემდეგ, გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტედნენ ჩვენ მოქმედებას, გავრილოვის ჩამოყვანას და ქართველი ხალის შეურაცხყოფას. ამ ყველაფრის შემდეგ არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხხდა, დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა, არ გრძობთ ამ პასუხისმგებლობას, თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ, ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ, თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გძნობთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)