|
2020-06-26 11:07:19, 1993 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს
სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც შეეხება საქონლის ჩამოწერის პროცედურებს. „ერთი მხრივ, უქმდება 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის საფასური, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მარტივდება თავად ჩამოწერის პროცედურა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემსუბუქდება საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი და პრობლემატური საკითხები, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობდა, სრულად მოგვარდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)