19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 10:34:01, 1990 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

კორონავირუსის პანდემიის  პირობებში, კომპანიაში ლუდის ბრენდი  „აია“  აღადგინეს და ახალი ბრენდი „რავი“  შესთავაზეს  მომხმარებელს.

„ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი  ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც  კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“,  - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ლუდის კომპანიის დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების  უწყვეტობის  შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ,  ბევრი  რამ გაკეთდა იმისთვის,  რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სამინისტროს დამსახურებაა, რომ  შევძელით  პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად  და ოპტიმალურად  მოკლე  დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს  აქვს  ერთადერთი საზრუნავი -   კრიზისის შემდეგ, რაც  შეიძლება სწრაფად  და  ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, - აღნიშნა ქართული ლუდის კომპანიის „ზედაზენი“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

„ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012  წელს დაიწყო. წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან  დღემდე, კომპანიამ  წარმოებაში 120 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics