|
2020-06-25 12:08:43, 2085 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია ლატვიაში დაიწყო
„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები" - ამ სახელწოდების ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, სარეკლამო ინფორმაცია განთავსდა ვებ-გვერდებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები. ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL" ორგანიზებით ხორციელდება. ბალტიისპირეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს. მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)