|
2020-06-24 20:49:50, 1631 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია რურუას განცხადებაზე - ეს ჩვენთვის არა პერსონალური, არამედ პრინციპული საკითხია
ეს ჩვენთვის არა პერსონალური, არამედ პრინციპული საკითხია , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალი შერჩევით არ უნდა იყოს და ციხეში იარაღის ჩადებით არავინ არ უნდა იჯდეს. „ეს ჩვენთვის არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმით ივანიშვილსა და მისი კლოუნების გარემოცვას. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ აი, ახლა დაგსჯით. ეს კანონის უზენაესობას გამორიცხავს. არავინ უნდა იჯდეს ციხეში იარაღის ჩადებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, რომ სხვებს უშვებ გირაოთი იგივე საქმეებზე და ამას ტოვებ პოლიტიკური მოტივებით ციხეში. რაც მთავარია, არ მოსულა, შეთანხმება რომ მოხდება, მერე თქვა – მე ამ ნაწილში გადაგაგდე, არ მოსულა. უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ჭკუა და თავისი ხელით გაიტანოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც არ უნდოდა და მერე იზეიმოს თუ უნდა. სასაცილოა, რომ ზეიმობს იმას, რაც არ უნდოდა, რომ ექნა და გამოუშვას რურუა ციხიდან. პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ პირველ მოსმენაში მივიღეთ მონაწილეობა, რადგან გადაგვეზღვია რისკები და თან არსებითი განსხვავებაა პირველ, მეორე და მესამე მოსმენას შორის. პირველ მოსმენაზე თუ ჩავარდა, მთავრდება ამბავი. აქ დამოკლეს მახვილივით ეკიდება ივანიშვილის თავზე, ზუსტად ისე, როგორც დამოკლეს მახვილივით ეკიდება ივანიშვილის თავზე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას არგამოშვება, თუ ეს ასე დარჩა. ჯობია, გონს მოეგოს ივანიშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებების ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას და ვითარება დამშვიდდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტის დამტკიცებაზე ყველა უნდა დაესწროს.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)