|
2020-06-24 16:35:07, 3365 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა
გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რაც გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გალტ & თაგარტის პრეზენტაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. 2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტს ხმარდება. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა. გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში დეტალურად არის გაანალიზებული წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ამასთან, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი იკვეთება შემდეგ სექტორებში: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება, ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება, მედიკამენტები და სხვა ქიმიური წარმოება, ელექტრონული პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად. „კოვიდ-19-ის პანდემია მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში და გადალაგების პროცესი მომავალი ათწლეული გაგრძელდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურად მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირდეს და მოახდინოს უპირატესობების რეალიზება წარმოების განვითარების კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gtresearch.ge
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)