17:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 15:01:11, 2170 ნახვა

ეკონომიკა
„ფრონტერა“ - მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება

კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს, მათი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება.

განცხადებაში „ფრონტერა“ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აშშ-ს პირდაპირი ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს და საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაშინების და დეზინფორმაციის შემთხვევები გაიზარდა ჩვენი ბიზნესის მიმართ. ამასთან, 23 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთეს საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ სანამ საქართველოს მთავრობა გეგმავს თვითნებურად გააუქმოს ჩვენი კონტრაქტი. პარალელურად კი სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აშშ. კომპანიები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს…“

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ მუდმივ მუქარასა და ჩვენი ბიზნესის შევიწროებას თავი დაანებოს.

ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმასთან დაავშირებით, რომ შეერთებული შტატებიდან 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და აშშ დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის. ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics