22:12 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 13:03:36, 1497 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, რომ მათ უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს

„შეშფოთებული ვარ გუშინ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან, რომ ჩავარდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმაზე კიდევ უფრო  მძიმე პოლიტიკური განცხადება და დამოკიდებულება, ვიდრე სხდომაში მონაწილეობის არ მიღება და მხარდაჭერისგან თავის შეკავება.

არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს  განმარტებების დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და  ელოდებიან, როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები. თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა ეს პოლიტიკური პარტიის და ოპოზიციის ამ ჯგუფის - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს" საერთო პოზიცია, ვინაიდან, ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, არ სურთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, არ სურთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, არამედ, მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ აღნიშნული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მინიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ და დადებულ შეთანხმებას შეასრულებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და საზოგადოება ამის საპირისპირო ნაბიჯებს ხედავს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics