09:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 15:34:38, 1922 ნახვა

სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, შსს-ს დეტექტივი სასამართლო დარბაზში დააკავეს

19 ივნისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სასამართლომ ა. ი-ს ასევე შეუჩერა სამსახურეობრივი უფლებამოსილება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანი უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ-სა და ე. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. 

„საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს.

ქ. თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად.

დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავალა ა.ი.-ს საქმე. უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალექეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა. ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში აშკარაა სამხარაულის ეროვნული ბიუროს არაეფექტური მუშაობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება პასუხსისმგებლობა, რომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და სავარაუდო დამნაშავეს საშუალება მისცა ყოფილიყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics