|
2020-06-23 14:44:17, 1952 ნახვა
სამართალი
ვლადიმერ ბორცვაძე - გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
„გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს, კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა და შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში გამოძიება შედეგს ვერ დადებს. „თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გამოძიება არის რთული პროცესი და ერთ დღეში არ შეიძლება დასრულდეს. ამ საქმეზე ჩასატარებელია კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია ათეულობით მოწმე დამატებით და შემდგომ ის პირები, ვინც ჯერ-ჯერობით გამოკითხული არ არის. ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა, შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში გამოძიება შედეგს ვერ დადებს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. „როგორც მოგახსენეთ, გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რადგან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები და საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა დამატებით კიდევ ერთი- ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებით“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)