08:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 13:45:38, 1359 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე უმრავლესობას - დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები გავა, თუმცა ეს თქვენთვის ნამუსის მოწმენდის მცდელობა ვერ იქნება

დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები აუცილებლად გავა, თუმცა ეს თქვენთვის ვერ იქნება ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ისინი კვლავ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანატირებული არაფერია.

„არ გეწყინოთ ბატონო არჩილ, მაგრამ თქვენი შექება ნამდვილად არ გვჭირდება და ჩვენი როლის ხაზგასმა. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი ადგილი, რა როლი უნდა ვითამაშოთ და რა პასუხისმგებლობა ავიღოთ საზოგადოების წინაშე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ვასრულებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ 3 ადამიანი მე დანამდვილებით ვიცი, ვინც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორ არის საქმე რაოდენობაში? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმე აგვიანებს და კანონპროექტი საფრთხის წინაშე არ დადგება.

რაც შეეხება თქვენს მესიჯ ბოქსს, რომ რაღაცნაირად ოპოზიცია გინდათ გაყოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ 116 ხმა გარანტირებულია, როგორც თქვენი სპიკერები ამბობენ ხოლმე, თქვენს წარმატებად გინდათ რომ გაასაღოთ, ძალიან დიდი ბოდიში, ეს თქვენი მხრიდან არაფერი არაა გარანტირებული. ჩვენგან ნამდვილად არის გარანტირებული და ეს არაერთხელ დავადასტურეთ. მემგონი კარგი იქნება, რომ შეფასებები და მესიჯ ბოქსი შეცვალოთ. ამიტომ, საბოლოო ჯამში ისე ნუ იზამთ, რომ განაწყენება გამოიწვიოთ. მახსოვს, ამბობდით პროპორციული არჩევნები იმიტომ ჩავარდა, რომ მაჟორიტარებმა შეურაცხყოფილად იგრძნესო თავი, იგივე გზას ნუ დაადგებით. შეფასებები და მესიჯ-ბოქსი კარგი იქნება, რომ შეცვალოთ. ამიტომ, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვაღიარებთ და ვიცით. შესაბამისად, იმ დოკუმენტზე ვისაც ხელი მოწერილი აქვს პირველ რიგში საკუთარ თავთან აქვს პასუხისმგებლობა აღებული.

დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები აუცილებლად გავა. მიუხედავად ამისა, ეს თქვენთვის ვერ იქნება ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და შესაბამისად მცდელობა ახლა თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics