|
2020-06-23 13:01:12, 1785 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის
აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, „თიბისის“ მეწარმეებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ. პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 50.000 ლარიდან - 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის, რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის. ინიციატივა სახელმწიფო პროექტების - „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგრო კრედიტის" და „საკრედიტო-საგარანტიო სქემა"-ს ფარგლებში ხორციელდება. სპეციალური პირობებით სარგებლობა პროექტის - „შეღავათიანი აგრო-კრედიტის" ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც მეწარმე 48 თვის განმავლობაში, კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში: · ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკოენსერვირება; · თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება; · ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება; · რძის გადამუშავება და ყველის წარმოება; · მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება; · სუნელების წარმოება; · მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის; · ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება; · ჩაის გადამუშავება; · ტყავის წარმოება; ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში" პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს. სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)