|
2020-06-23 10:26:46, 1466 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან, ექსპორტის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA), ექსპორტის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში (GSM 102), საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისთვის 30 მილიონი დოლარის ლიმიტი გამოყო. თიბისი პროგრამის ერთადერთი მონაწილე ბანკია საქართველოდან. „არსებულ რეალობაში, რომელიც ბიზნესსექტორისთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულების განვითარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ექსპორტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ფინანსირების ლიმიტი, ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ და ხელსაყრელ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი თხელიძემ, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ. ქვეყანაში როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. 2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)