09:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 18:01:49, 1694 ნახვა

სამართალი
სააქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიები ფულადი თანხების თაღლითურ დაუფლების ფაქტზე გამოავლინა

სააქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიები ფულადი თანხების თაღლითურ დაუფლების ფაქტზე გამოავლინა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითური დაუფლების გამო, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მათივე ცნობით, ეჭმიტანილები კავშირში არიან ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებთან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, საქართველოში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანალოგიური სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა, მათი ბიზნესსაქმიანობის შესწავლა და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო ანგარიშების მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც, 2020 წლის მაისში, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები, რეალური კონტრაგენტების (თანხის მიმღებების) ნაცვლად ჩაირიცხა ო.კ-ს და დ.ქ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოების საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს 134 962 ევროს ოდენობის ზიანი მიადგათ.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. 

აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ნაწილი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას ყადაღა დაედო, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიებს დაუბრუნდებათ.

ბ.ა-ს, ო.კ-ს და დ.ქ-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ბ.ა-სთვის , ო.კ-სთვის და დ.ქ-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ , - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics