|
2015-08-28 10:12:01, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს წარმომადგენლებმა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ, განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და ამავე სამმართველოს 150-მდე თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს აქციაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ემსახურება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)