|
2020-06-20 14:27:32, 1440 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი 20 ივნისზე - არ ვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რუსეთის პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანია
ჩვენ არ ვითხოვთ ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობთ რომ ბოდიში რუსეთისთვის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა. 20 ივნისის ერთი წლის თავზე, სერგეი გავრილოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშისტების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ მესამე პრეზიდენტთან ერთად, ცდილობენ დაანგრიონ დემოკრატია. „ჩვენ უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე მდგომარეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ რიგითი მოქალაქეები, მისცემენ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან ცდილობდა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება, ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული ლოზუნგებით, რუსოფობიული ლოზუნგებით, სიძულვილით ძმების მიმართ, რომლებიც მეზობლები არიან. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მოიხადონ ბოდიში, მაგრამ ვფიქრობთ რომ ბოდიში, ანსამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, ძმებითვის, რომლებიც მხოლოდ სიკეთეს უსურვებენ მხოლოდ საქართველოს, რუსეთისათვის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია და აუცილებელი წინაპირობაა, რათა აღდგეს პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რომ საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშისტების გეგმები, რომლებიც ექს-პრეზიდენტთან ერთად ცდილობენ, რომ გაანადგურონ საქართველოს დემორატია და დაამყარონ საქართველოში ავტორიტარიზმი. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში შედის, რომ რუსეთთან აღადგინონ ურთიერთპატივისცემაე დაყრდნობილი ურთიერთობა. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. პროვოკაციების, ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ბოდიში უნდა იყოს მოხდილი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის კუთხით და ამის გაკეთება, მნიშნველოვანია. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, მაგრამ ჩვენთვის არ არის სასიამოვნო, რომ ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ხელისუფლებამ, მომხდარ ინციდენტს არ მისცა სამართლიანი დასკვნა“, - აცხადებს სერგეი გავრილოვი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)