|
2020-06-19 17:45:58, 2023 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყო აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან, რომ ფერმერებს უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლათ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ,,აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი იქნა გამოყოფილი, რომ თითოეულ მოქალაქეს, ფერმერს ჰქონოდა საშუალება უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლა. აჭარაში უკვე დამუშავდა 1500 ჰა მიწა, ეს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია. არცერთი კვადრატული მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ის კონკრეტული შედეგი, რომელიც სოფელში მოსახლეობის, თუნდაც სეზონურ დაბრუნებას ემსახურება. ქალაქიც და ეკონომიკაც მაშინ იქნება ძლიერი, როცა სოფელში გლეხი და ფერმერი იქნება ძლიერი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფერმერებთან შეხვედრისას. აღნიშნული პროგრამებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, გათვალისწინებულია 2000-ჰა ფართობის მიწის დამუშავება. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1500 ჰა ფართობი. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ მაქსიმალურად აითვისა ისეთი ფართობები, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ქონდათ სახელმწიფოსგან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ესარგებლათ. პროექტი დასრულების ეტაპზეა, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული ვადების შესაბამისად იქნას დამუშავებული. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალშენისა და შუახევის საჩითილე მეურნეობებში დაირგო 1 მილიონზე მეტი ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა. ასევე, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ,,ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 სათბურებში დაირგო 30 000 ცალი ჩითილი. სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 300 ტონა პროდუქტი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)