|
2020-06-19 14:05:11, 1260 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია გოგიჩაიშვილს - ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი, დააყენე ერთი ადგილი!
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიასა და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გოგიჩაიშვილის გაღიზიანება მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ გამოიწვია. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ამ ფონზე, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, ჯერ არც კი განხილულა. „რა სტანდარტს აჩვენებს დღეს „ქართული ოცნება“? ამით რას ამბობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ ვთქვათ, ხელები გადამიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ? თუ მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ ამ პარლამენტში თუ რა იყო. თქვენ მე ვერ გამცემთ ამ ტონალობაში და ვერც ისაუბრებთ, ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“. იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია. მე გეუბნები, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სად ჯდება ეს საკითხი. ეს საქციელი? როგორც იქცეოდნენ ისინი, ისე იქცევით თქვენ. ყველამ უნდა გაიგოს, თქვენ ვინ ხართ. იგრძნობ დისკომფორტს რომან, ეჭვი არ შეგეპაროს, უნდა იგრძნო დისკომფორტი. პარლამენტის წევრს არ სცემთ პატივს, კონსტიტუციურ უფლებას მიზღუდავთ და ამ ქვეყანაში რა სამართალი უნდა იპოვნოს ვინმე? საერთოდ გადააგდეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს თემა განსახილველად“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას. ამის საპასუხოდ კაკულიამ გოგიჩაიშვილს ძველი ბიჭი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტისთვის მას მხარიც კი არ აქვს დაჭერილი. „ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)