|
2020-06-17 12:54:02, 1529 ნახვა
სამართალი
რურუას ადვოკატი - ვვარაუდობთ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დადასტურდება
ვვარაუდობთ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დადასტურდება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებია, რომლებიც რურუას დაკავების დღეს, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მასთან იმყოფებოდნენ. „ეს ადამიანები იმყოფებოდნენ გიორგი რურუასთან ერთად სხვადასხვა ხანგრძლივობით. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც გიორგი რურუა საპროტესტო აქციიდან სახლსი ბრუნდებოდა, მაშინ იქნა დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღით. შესაბამისად, დაკავებამდე ამ ადამიანებს ჰქონდათ კონტაქტი და ბუნებრივია, გიორგი რურუას რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა ისინი შეამჩნევდნენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს დაცვის მხარის მოწმეები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათ შორის ამ მოწმეების ჩვენებებით დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)