12:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 13:04:19, 522 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ ვხედავთ საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში

„ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს - საქართველოში“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარეიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენბციაზე განაცხადა. 
მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს ნატოს წევრობის გზაზე. 
„არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გაერთიანებული წვრთნები. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები, თავდაცვის მინისტრების დონეზე, აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს - საქართველოში. ყველა ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა ეს მცდელობა ეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა“,-განაცხადა სტოლტენბერგმა. 
ამასთან, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო, რეფორმების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics